უცვლელია ის პასუხგაუცემელი კითხვები, რომელიც არსებობდა იმ დროს და არსებობს დღემდე გიორგი გახარიას მიმართ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გასცა სასტიკი დარბევის ბრძანება, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, 20 ივნისის აქცია იყო პირველი ყველაზე მასშტაბური ანტისაოკუპაციო აქცია რუსული რეჟიმის პირობებში.

"ეს იყო პირველი ყველაზე მასშტაბური ანტისაოკუპაციო აქცია რუსული რეჟიმის პირობებში, ამიტომ, თავისი მნიშვნელობით ეს თარიღი თავისუფლებისთვის მებრძოლი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უცვლელია და ასევე უცვლელია ის პასუხგაუცემელი კითხვები, რომელიც არსებობდა იმ დროს და არსებობს დღემდე გიორგი გახარიას მიმართ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გასცა სასტიკი დარბევის ბრძანება, რომელსაც უამრავი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მოჰყვა", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ე.წ. გავრილოვის ღამიდან 6 წელი გავიდა.