ბათუმის საქალაქო სასამართლოში "ბათუმელებისა"  და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პროცესს მზია ამაღლობელი არ ესწრება.

დღევანდელ სხდომაზე მოწმე პოლიციელები გამოიკითხებიან, რომლებმაც საქმეზე ოქმი შეადგინეს.

მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.