"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლო განაჩენს ხვალ, 12 აგვისტოს გამოაცხადებს.

სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს ე.წ. ბიტკოინების საქმეზე თავისუფლების 11 წლით აღკვეთა მიუსაჯა, აღნიშნული განაჩენი კი დაცვის მხარემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.