ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გივი თარგამაძის საქმეზე განაჩენი 27 ივნისს, 10:30 საათზე გამოცხადდება.

დღევანდელ პროცესზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს.

შემდეგ სხდომაზე სასამართლო გივი თარგამაძის საბოლოო სიტყვას მოისმენს.

გივი თარგამაძეს გამოძიება პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავება. მას 10 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც დადგენილ ვადაში გადაიხადა.