ინფორმაცია, რაც ბაჩიაშვილმა დღეს სასამართლოს მიაწოდა, არის გამოძიების დაწყების საფუძველი. მტკიცებულების მოპოვება არა თუ კომპეტენციაა, არამედ ვალდებულებაა გამოძიების, - ამის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მსგავს შემთხვევაში, როცა მიიღებს პირისგან ინფორმაციას შესაძლო დანაშაულის შესახებ, ვალდებულია მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს და მოითხოვოს გამოძიების დაწყება.

"ინფორმაცია, რაც ბაჩიაშვილმა დღეს სასამართლოს მიაწოდა, არის გამოძიების დაწყების საფუძველი. მტკიცებულების მოპოვება არა თუ კომპეტენციაა, არამედ ვალდებულებაა გამოძიების. სანამ გამოძიება არ დაიწყება, მხარეს არ წარმოადგენს ბაჩიაშვილი იმ კონკრეტულ საქმეზე. 

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მსგავს შემთხვევაში, როცა მიიღებს პირისგან ინფორმაციას შესაძლო დანაშაულის შესახებ, ვალდებულია მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს და მოითხოვოს გამოძიების დაწყება. ამას გარდა, ცხადია, ფაქტიდან გამომდინარე, რაც მოვისმინეთ, ჩვენ ცალკე მივმართავთ საგამოძიებო სტრუქტურებს, მოვითხოვთ გამოძიების ჩატარებას და ყველა იმ ფაქტის გადამოწმებას, რაზეც გიორგი ბაჩიაშვილმა ისაუბრა დეტალურად", - განაცხადა ლევან მახარაშვილმა.