"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას პროკურატურამ ბრალი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო წარუდგინა.

აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით შესაძლოა, დღესვე იმსჯელონ.

ნიკა მელია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე 2 აპრილს დაიბარეს, თუმცა მისვლაზე მან უარი განაცხადა.

კანონმდებლობის თანახმად კი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა 349-ე მუხლით ისჯება, რაც  ფულად ჯარიმას, ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.