პარლამენტთან ერთი ადამიანის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მოქალაქე ეკა გუნაშვილი მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებას აპროტესტებს და მისი კანდიდატურიდან მოხსნას ითხოვს.

"არ შეიძლება, დაგვცინიან, არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი იყოს ყაველაშვილი. ვერ მოიძებნა საქართველოში სხვა კანდიდატი?! ძალიან კარგი დედა ვარ, კარგი თანამშრომელი ვარ, მიყვარს ჩემი ქვეყანა... რატომ არ მირჩევენ პრეზიდენტად?! ამირჩიონ. სხვათა შორის, ყოფილი მოფარიკავეც ვარ და გაითვალისწინონ“, - განაცხადა ეკა გუნაშვილმა.

“ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა, რამაც საზოგადოების პროტესტი გამოიწვია.