სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის  (ISSA) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 54,5% ფიქრობს, რომ ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს.

კითხვაზე, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში, პასუხები ასე გადანაწილდა: დიახ - 54,4 %, არა - 22,3%, არ ვიცი/ უარი პასუხზე - 23,2%.

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის კვლევის თანახმად, მონაცემები განსხვავებულია თბილისსა და საქართველოს რეგიონებში.

თბილისში, ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობას 50% ემხრობა, წინააღმდეგია ან უარის ამბობს პასუხზე - 50%. რეგიონებში 56,4% ფიქრობს, რომ ოპოზიციამ უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. 
 
საზოგადოებრივი აზრის კვლევაში 2000 რესპონდენტი მონაწილეობდა. შედგა პირისპირ ინტერვიუ. კვლევის საველე სამუშაოები განხორციელდა 2025 წლის 5-20 მაისის შუალედში. კვლევა განახორციელა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA), ამერიკულ ორგანიზაცია Rosner Research LLC-თან თანამშრომლობით.