დონალდ ტრამპთან ვახსენე საქართველო, დავუდასტურე ჩემი და ჩემი ქვეყნის პატივისცემა, - ამის შესახებ UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი წინ არის და ბრძოლაში გაჩერებას არ აპირებს.

"დავიცავი ჩემი ქამარი, სახლში დაბრუნება ყოველთვის მიხარია, ბედნიერი ვარ. ყველაფერი წინ არის, გაჩერებას არ ვაპირებ. ვახსენე საქართველო, დავუდასტურე ჩემი და ჩემი ქვეყნის პატივისცემა. ვფიქრობ, კარგი ბრძოლა იყო. ჩემი ბრძოლა მოეწონა. როგორც იცით, ამერიკის პრეზიდენტიც დარბაზში იყო.

გპირდებით, რომ ჩემს მაქსიმუმს ამოვწურავ, სანამ ღონე მაქვს და კიდევ ვვითარდები. მზად ვარ, კიდევ გავაგრძელო ბრძოლა", - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოშია. ის საქართველოში ერთ კვირას დარჩება, შემდეგ კი აზერბაიჯანში გაემგზავრება, სადაც UFC-ის ღონისძიებას დაესწრება.