ახალი ძალების აუცილებლობა, არ ვიცი, მწვავედ თუ დგას, მაგრამ დგას ახალი პოლიტიკური გზის აუცილებლობა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ბორის ჩელე ყურუამ განაცხადა. 

მისივე თქმით, როცა რესურსების საკმაოდ დიდი ნაკლებობაა, გაერთიანებაზე საუბარი შეუძლებელია.

"როცა რესურსების საკმაოდ დიდი ნაკლებობაა, ადამიანები ციხეში არიან  და კიდევ უფრო მეტ ადამიანს უპირებენ, რომ ციხეში გაუშვან, ასეთ დროს გაერთიანებაზე საუბარი შეუძლებელი მგონია.

ახალი ძალების აუცილებლობა, არ ვიცი, მწვავედ თუ დგას, მაგრამ დგას ახალი პოლიტიკური გზის აუცილებლობა, რომელსაც ადამიანები გაჰყვებიან. ახლა არის ვითარება, როდესაც ვხედავთ, როგორ მიდიან ადამიანები პოლიტიკიდან, პოლიტიკოსის ფასი დაეცა", - განაცხადა ბორის ჩელე ყურუამ.