საჭიროა თავისუფალი მედიის გადარჩენის ფონდის შექმნა და ეს ბიზნესმა უნდა ითავოს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ტელევიზიებმა ღიად უნდა თქვან, რომ დახურვის საფრთხე ემუქრებათ.

“ტელევიზიებმა ღიად უნდა თქვან, რომ დახურვის პირას არიან და რომ მათი გადარჩენის გზებზე უნდა იფიქროს საზოგადოებამ. პირველ რიგში ეს ბიზნესს ეხება.

მცირეოდენი სამოქალაქო გამბედაობის გამოჩენა არ აწყენდა ჩვენს ბიზნესს. მიიტანონ რეკლამა კრიტიკულ მედიაში, დაეხმარონ ფინანსურად რა ფორმითაც შეუძლიათ, თორემ ბოლოს დარჩებიან მარტოდმარტო რეპრესიული მანქანის პირისპირ. ჯერ კიდევ თუ არ მიუკაკუნებიათ მათ კარებზე, ამას მედიას, ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას უნდა უმადლოდნენ.

საჭიროა თავისუფალი მედიის გადარჩენის ფონდის შექმნა და ეს ბიზნესმა უნდა ითავოს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.