საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 20 ივნისის საქმეზე დავა სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში მოიგო, - ინფორმაციას საია სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, საიამ 2019 წლის 20-21 ივნისის, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმე მოიგო“,- აღნიშნულია განცხადებაში. 

სასამართლომ დაადგინა, რომ 26 მომჩივნის მიმართ დაირღვა წამების მუხლი ეფექტიანი გამოძიების ნაწილში. სახელმწიფოს მათთვის 646 000 ევროს გადახდა დაეკისრა.

2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს საქართველოს ხელისუფლებამ დემონსტრანტები წყლის ჭავლის, რაკეტისებრი და რეზინის ტყვიების და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. აქციის მონაწილეები რუსეთის კომუნისტური პარტიის დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომის რუსულ ენაზე წაყვანის მცდელობას აპროტესტებდნენ.