ეს წელი იყო სისტემური რეპრესიების, ადამიანის უფლებების დარღვევის, შევიწროების, დაჭერის, ძალადობის, ადამიანის ღირსების შელახვის წელი, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ წელს 1 200 საჯარო მოხელე გაათავისუფლეს, 400 ჟურნალისტზე იძალადეს და 20 რეგიონული და ონლაინმედია დაიხურა.

"პრაქტიკულად, ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი, პროევროპული პარტიების ლიდერები არიან დღეს ციხეში, რასაც დაემატა 4 ოქტომბრის შემდეგ დაპატიმრებული ადამიანები.

1 200 საჯარო მოხელე გაათავისუფლეს სამსახურიდან ძირითადად იმიტომ, რომ გამოთქვეს "ფეისბუკ პოსტებით" თავიანთი მხარდაჭერა პროევროპული აქციების მიმართ. 

400 ჟურნალისტზე იძალადეს ამ დემონსტრაციების დროს, სადაც თვითონ იყვნენ მისული იმიტომ, რომ სამსახურებრივი მოვალეობა შეესრულებინათ. 20 რეგიონული და ონლაინმედია დაიხურა ამ ერთ წელში, ჯარიმებით ადამიანები არიან დამხრჩვალი. ეს ჯარიმები ითვლის ასი ათასობით ლარს და შეუძლებელია ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ეს ჯარიმები.

ეს წელი იყო სისტემური რეპრესიების, ადამიანის უფლებების დარღვევის, შევიწროების, დაჭერის, ძალადობის, ადამიანის ღირსების შელახვის წელი და მოწამვლის შესახებ ჯერ კიდევ გვჭირდება ფაქტები, მაგრამ ესეც ასრულებს ამ საშინელი წელის სურათს. ეს იყო სამარცხვინო წელი მათთვის, ვინც მართავს ქვეყანას და ამსგავსებს ტიპურ რუსულ ტოტალიტარულ რეჟიმს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.