15:00 საათზე - საქართველოს მასშტაბით, პოლიციის შენობებთან აქციები გაიმართება.
თემა: "პოლიციურ სისტემაზე გაბრაზებული ქალები და დედები თავიანთი შვილების ცემისა და უკანონო დაკავების წინააღმდეგ შეიკრიბებიან“.
15:00 საათზე - საქართველოს მასშტაბით, პოლიციის შენობებთან აქციები გაიმართება.
თემა: "პოლიციურ სისტემაზე გაბრაზებული ქალები და დედები თავიანთი შვილების ცემისა და უკანონო დაკავების წინააღმდეგ შეიკრიბებიან“.
1733335830
მისივე თქმით, ძალადობის ახალ ეტაპს ოპოზიცია დაუპირისპირებს ერთიანობას."ძალადობის ახალ ეტაპს, რასაც ჩვენ ველოდით თვითმარქვია რეჟიმისგან, ჩვენ ვუპირისპირებთ ერთიანობას. დავიცავთ ყველა ახალგაზრდას ყველა მექანიზმით და დარწმუნებული ვარ, საბოლოო გამარჯვებამდე მივალთ და ყველა მათგანი იქნება თავისუფალი.რაც მთავარია, ჩვენ უნდა მივიდეთ იმ ნიშნულამდე, რომ არა მხოლოდ გავაგრძელოთ პროტესტი, არამედ საყოველთაო დაუმორჩილებლობა იყოს მთელ საქართველოში. ეს არის ჩვენი ამოცანა. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ და მერწმუნეთ, ორ რამეზე დგას ეს რეჟიმი - სამართალდამცველებზე, რომლებიც არიან ჩვეულებრივი "შპანა" და მეორე - ეს არის დეზინფორმაციის კამპანია", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა. შეკრების მიზანი სამოქმედო გეგმის შემუშავება იყო.
1733335374
ინფორმაციას ამის შესახებ მსახიობები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ.მათ შორის არიან - ბაია დვალიშვილი, ნინო კასრაძე, ნანა ბუთხუზი, ნატალია გაბისონია, გიორგი ცხადაძე, გიორგი ბახუტაშვილი, გიორგი ბოჭორიშვილი, კახა კინწურაშვილი, მანუ თავაძე, ანდრო ჭიჭინაძე, მარიამ ნადირაძე, ვანო თარხნიშვილი.მსახიობები კოლეგებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ.
1733334148
აქციის მონაწილეების თქმით, პოლიცია მეტროსადგურ "თავისუფლების მოედნიდან" და რუსთაველიდან ამოსულ მოქალაქეებს, რომლებიც საპროტესტო აქციისკენ მიემართებიან, ჩხრეკს და აკავებს. მათივე თქმით, მოქალაქეებმა ეს ფაქტი გააპროტესტეს და ერთი ახალგაზრდა დაკავებას გადაარჩინეს.სამართალდამცველების თქმით, დათვალიერების მიზანი კანონსაწინააღმდეგო ნივთის ქონის შემთხვევაში, მათი ჩამორთმევაა.
1733333825
მისივე თქმით, გეგმა და სტრატეგია კვლავ ერთია."გეგმა, სტრატეგია ერთია. საერთო სახალხო მოძრაობა თავისუფლებისთვის უფრო მეტ ძალას იღებს და შემდგარია ეს ფაქტი. განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ ახალი გადაწყვეტილებების მიღება მართებს პოლიტიკურ ჯგუფებს, რომელთა შორის კოორდინაციაზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ჩვენ გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. ხალხმა იცის, რომ ჩვენ განსხვავებული ჯგუფები ვთანამშრომლობთ ხალხთან ერთად ივანიშვილის რეჟიმის ცვლილებისთვის", - განაცხადა ნიკა მელიამ.
1733331884
მოქალაქეები ევროკავშირთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას 7 დღეა, აპროტესტებენ.საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
1733330872
მისივე თქმით, ტერორის გამოყენება ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ აჩვენებს საქართველოს ხელისუფლების პრორუსულ ბუნებას."ტერორის გამოყენება ოპოზიციონერი ლიდერების და მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც იცავენ თავისუფლებას, აჩვენებს საქართველოს პრორუსული, არაკანონიერი ხელისუფლების ჭეშმარიტ ბუნებას. ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა დააწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილის, ასევე მისი ყველა მორჩილის წინააღმდეგ", - წერს მარკო მიხელსონი.
1733330249
მისივე თქმით, "გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარდა 6 პირის პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები"."მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შესახებ.2024 წლის 28 ნოემბრიდან, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქცია გასცდა მანიფესტაციის და გამოხატვის კანონით დადგენილ ნორმებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, რაც ამ დრომდე ატარებს ორგანიზებულ და ინტენსიურ ხასიათს.პირდაპირი ეთერების საშუალებით საზოგადოება თვალს ადევნებს მოძალადე ჯგუფების აგრესიულ და დესტრუქციულ ქმედებებს, რაც გამოიხატება, როგორც ადამიანების ჯანმრთელობის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებში, ასევე, ინფრასტრუქტურის დაზიანებებში. ძალადობრივი ქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო პოლიციის 150-ზე მეტმა თანამშრომელმა, არაერთმა მოქალაქემ და მედიის წარმომადგენელმა, დაზიანდა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების ქონება, დაზიანებულია თბილისის მერიის ბალანსზე არსებული ინფრასტრუქტურა.მომხდარ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა 4 დეკემბრის დილიდან დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.პოლიციამ ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე 7 პირი დააკავა: 1990 წელს დაბადებული ი.ა., 1999 წელს დაბადებული თ.გ., 2005 წელს დაბადებული ი.მ., 2004 წელს დაბადებული გ.გ., 2005 წელს დაბადებული ზ.ც., ასევე წარსულში ნასამართლევები: 1971 წელს დაბადებული ვ.კ. და 1974 წელს დაბადებული ვ.კ.ჩადენილი დანაშაულები თავისუფლების 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.ასევე, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარდა 6 პირის პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები.მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მოძრაობა „ჯიუტების“, პარტია "დროასა“ და პარტია „გირჩის“ ოფისებში, ასევე, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ოფისში.სამართალდამცველებმა ოფისებიდან და დაკავებული პირების პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს: ჩაფხუტები, აირწინაღები, დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ე. წ. მოლოტოვის კოქტეილები, საღებავები, სხვადასხვა სახის ხსნარები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, მიმდინარე აქციების ფარგლებში, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებაზე ასევე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 6 პირი.ჩადენილი დანაშაულები თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიება გრძელდება დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის დადგენისა და დაკავების მიზნით. ნებისმიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება", - განაცხადა კუპატაძემ.
1733329228
მისივე თქმით, შსს-სგან ინფორმაციას ვერ იღებენ გვარამიას მდგომარეობასთან დაკავშირებით."რამდენიმე საათია, ჩვენ ვცდილობთ ნიკა გვარამიას ადგილსამყოფლის დადგენას, თუმცა, ამ დრომდე ინფორმაცია ვერ მივიღეთ. ეს ინფორმაცია ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდებოდა იმის გამო, რომ დაკავების მომენტში მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და ელემენტარული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გვაინტერესებდა ამბის გაგება და ამაზეც არ გვაწვდიან ინფორმაციას.ჩვენთვის, სახალხო დამცველის აპარატისგან ცნობილი გახდა, რომ მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება ნიკა და შესაბამისად, გავემართებით იქ. გავარკვევთ, როგორც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე, სამართლებრივ მხარეს, თუ შეიძლება რაიმე სამართალზე საერთოდ ვისაუბროთ და ეს ტერმინი რაიმე კონტექსტში გამოვიყენოთ", - განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.
გია ხუხაშვილი - ჩვენი წილი დანაშაულიც არის, რომ ეს ხდება დღეს თბილისის ქუჩებში
1732869319
ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნება" დატოვა
1733236730
მოსამართლეები - მიგვაჩნია, რომ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს
1732887046
"მტკიცედ მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას", გადახედოს საკუთარ ქმედებებს და დააბრუნოს საქართველო ევროკავშირის, დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიის გზაზე"
1732888956
"ის, რაც მოხდა, ყველაფერი ხდებოდა თავიდანვე და არა ბოლო სამ წელში, თავს ნუ ვიტყუებთ, ჩავხედოთ სიმართლეს თვალებში"
1732529936