10:00 საათზე - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინიციატივით და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის მხარდაჭერით, 5 მარეგულირებელი უწყების მონაწილეობით, კონკურენციის სამართლის აღსრულების საკითხებზე მრგვალი მაგიდა გაიმართება.

მის: სოლიკო ვირსალაძის ქ.3, სასტუმრო „სვისსოტელი“.

საკონტაქტო: 577 25 55 15

12:00 საათზე - სასტუმრო “რუმსში” მედიის განვითარების ფონდი (MDF) სექსისტური ენისა და გენდერული დეზინფორმაციის მედიამონიტორინგის ანგარიშს წარადგენს და პანელურ დისკუსიას უმასპინძლებს. გენდერულ დეზინფორმაციასა და ქალების წინააღმდეგ მიმართულ დისკრედიტაციის კამპანიებზე პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ბაია პატარაია (საფარი), ანა ნაცვლიშვილი (ლელო), თინა ბოკუჩავა (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა), ლია ჩახუნაშვილი (ჟურნალისტური ეთიკის ქარტია) და კამილა მამედოვა (რადიო მარნეული). დისკუსიას მოდერაციას მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ კინწურაშვილი გაუწევს.

საკონტაქტო: 598101508

 

12:30 საათზე - პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით ღონისძიება - „ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმა საქართველოში: შედეგები და გამოწვევები" ჩატარდება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

 

17:00 საათზე -  საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვთან და საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ რატი იონათამიშვილთან ერთად საფრანგეთის საელჩოს ტერიტორიის კარიბჭეზე წარმოდგენილ ფოტოგამოფენას „ჩემპიონი ქალები“ გახსნის.

მის: ხაზინის ქ.4 (ორბელიანის მოედანთან)

საკონტაქტო: თამარ ქათამაძე - 599 70 41 52; ეკა ბაზღაძე - 599 60 38 68