"საქართველოს ბანკი" მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკმა საჩუქრების კამპანია დაიწყო, რომელიც ბიზნეს მომხმარებლებისთვის მრავალფეროვან ბენეფიტს მოიცავს.

კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ფულადი პრიზებია, რომლის მიღების შესაძლებლობა ბიზნესს მინიმუმ 50-ლარიანი გადარიცხვის შესრულების შემდეგ აქვს.

ბიზნესი, ყოველ მე-1000 ტრანზაქციაზე 100 ლარს, ხოლო ყოველ მე-10 000 ტრანზაქციაზე - 12 500 ლარს მიიღებს.

გათამაშებაში მონაწილეობს როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში გადარიცხვები, მათ შორის — სახაზინო გადარიცხვებიც.

გარდა ამისა, კამპანიის ფარგლებში:

ყველა მონაწილე ბიზნესს საჩუქრად გადაეცემა Mastercard ბიზნეს ბარათი, რომელზეც ნებისმიერი გადახდისას 2%-იანი ქეშბექი დაერიცხება (მაქსიმუმ 500 ლარამდე). ბარათის გამოყენება შესაძლებელია როგორც ყოველდღიური ხარჯებისთვის, ისე სხვადასხვა ციფრული თუ საოპერაციო საჭიროებისთვის.

ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ 3 თვის განმავლობაში საკომისიოს გარეშე გაააქტიურონ ბიზნეს ნაკრები M, რომელიც მოიცავს მოთხოვნად საბანკო სერვისებს: გადარიცხვებს შეღავათიანი ტარიფით, მეტ უფასო პროდუქტსა და კომუნალურ გადახდებს ყოველთვიურად, განაღდების მაღალ ლიმიტს და ა.შ. მომსახურების გააქტიურება შესაძლებელია საქართველოს ბანკის ციფრული არხების — ბიზნეს მობილბანკის და ინტერნეტბანკის— მეშვეობით.
კამპანიაში ჩართულ ბიზნესებს ასევე შეუძლიათ აირჩიონ ერთი ბენეფიტი შემდეგიდან:

გადარიცხვები ეროვნულ ვალუტაში (სახაზინოს ჩათვლით) — საკომისიოს გარეშე;

ან

გადარიცხვები უცხოურ ვალუტაში — საკომისიოს გარეშე.

გათამაშებაში მონაწილეობს როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში გადარიცხვები, მათ შორის — სახაზინო გადარიცხვებიც.

კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

იურიდიულ პირებს, რომლებსაც 23 ივნისამდე არ ჰქონიათ ანგარიში საქართველოს ბანკში და მას დისტანციურად 30 სექტემბრამდე გახსნიან.

იურიდიულ პირებს, რომლებიც ბიზნესს (შპს ან ინდ. მეწარმე) საქართველოს ბანკის ფილიალში დაარეგისტრირებენ და ბიზნეს ანგარიშსაც გახსნიან;

იურიდიულ პირებს, რომლებსაც ბიზნეს მობილბანკი ან ინტერნეტბანკი 1 აპრილის შემდეგ არ გამოუყენებიათ. 

Mastercard ბიზნეს ბარათის მიღება და კამპანიაში ჩართვა შესაძლებელია როგორც ბიზნეს მობილბანკიდან და ინტერნეტბანკიდან. თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი — გახსენით ბიზნეს ანგარიში ონლაინ სულ რაღაც 2 წუთში.

ბიზნესის დაწყების მსურველებს კი შესაძლებლობა აქვს, უკვე საქართველოს ბანკის 5 ფილიალში სამეწარმეო რეესტრში დაარეგისტრიროს შპს ან მიიღოს ინდ.მეწარმის სტატუსი.  ფილიალების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე