კობახიძე სულში აფურთხებს თითოეულ ამ გმირს, რომლებმაც თავისუფლებისთვის იბრძოლეს და ამ ქვეყნის თავისუფლებას შესწირეს თავი, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" მორალური უფლება არ აქვს შინდისის გმირებს პატივი მიაგოს.

"კობახიძეს და რუსულ ოცნებას, რომელიც საკუთარ თავს "ქართულ ოცნებას" ეძახის, საერთოდ მორალური არანაირი უფლება არ აქვს, რომ მიდიოდეს შინდისის გმირების საფლავებზე და ცდილობდეს, რომ პატივი მიაგოს ძალიან მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" მთელი 13-წლიანი საქმიანობა არის იმის საპირისპირო, რასაც შეეწირნენ შინდისის გმირები და მთელი ამ ბოლო განცხადებებით, 12 წლის განმავლობაში კობახიძე სულში აფურთხებს თითოეულ ამ გმირს, რომლებმაც თავისუფლებისთვის იბრძოლეს და ამ ქვეყნის თავისუფლებას შესწირეს თავი.

შინდისის გმირებსაც ჰქონდათ არჩევანი, შეეძლოთ ამ უთანასწორო ბრძოლაში დამორჩილებოდნენ, მაგრამ არ გააკეთეს იმიტომ, რომ ამ ბრძოლის ისტორია არის ბრძოლის და არა მოღალატე კობახიძეების, ყვარყვარე თუთაბერის და კოლექტიური ფილიპე მახარაძეების ისტორია", - განაცხადა ანა წითლიძემ.