პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან, კახელების მარშის საპროტესტო მონაწილეებს შეხვდა. 

მან აქციის მონაწილეებს მიმართა და მადლობა გადაუხადა.

"მინდა მადლობა გითხრათ ყველას აქ მოსვლისთვის. მინდა გითხრათ, რომ ეს ადგილი ჩვენია. ეს სცენა ჩვენია, ვერ დააპატიმრებენ. ორბელიანების მოედანიც, სასახლე, ეს ადგილი, ყველაფერი ჩვენია, თქვენია.

კახელებს დიდი მადლობა და სხვებსაც. მე მხოლოდ კახელი არ ვარ, მეგრელიც ვარ, გურულიც ვარ და ქართველი ვარ! დიდი მადლობა და შევხვდეთ 21:00-ზე", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 22 დეკემბერს, 21:00-ზე რუსთაველის გამზირზე, აქციას შეუერთდება და მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს.