უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი, "თავისუფალი საქართველოს" მეთაური ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა.

უკრაინელი თანამებრძოლების განცხადებით, მათ მცირერიცხოვან ჯგუფს კურსკის ოლქში ასეულობით რუს ჯარისკაცთან მძიმე კონტაქტურ ბრძოლაში დაპირისპირება მოუწიათ, რა დროსაც ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

ჯაბა კვარაცხელია 2023 წლის სექტემბერში უკრაინის მთავარსარდალმა "ოქროს ჯვრის" სამკერდე ნიშნით დააჯილდოვა.

ქართველ მებრძოლს სამშობლოში უახლოეს მომავალში გადმოასვენებენ.