უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 082 990 (+850) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 01.09.25-მდე: ტანკები – 11 155 (+4), ჯავშანტექნიკა – 23 229 (+17), საარტილერიო სისტემები – 32 248 (+49), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1476 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1213 (+0), თვითმფრინავები – 422 (+0), ვერტმფრენები – 340, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 55 276 (+214), ფრთოსანი რაკეტები – 3664 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 60 399 (+94), სპეციალური ტექნიკა – 3952 (+0).

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსი სამხედროები ცდილობენ ფრონტის გარღვევას სუმის, კუპიანსკის, პოკროვსკის, ზაპოროჟიეს მიმართულებით, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალები ხაზს ინარჩუნებენ.

31 აგვისტოს დასაწყისიდან ფრონტზე 137 საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა, მათ შორის ყველაზე მეტი პოკროვსკის მიმართულებით.