ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ უკრაინას დასჭირდება ევროპელი სამშვიდობოები, რათა თავიდან აიცილონ ახალი რუსული თავდასხმა. მათი რაოდენობა მინიმუმ 200 ათასი უნდა იყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, სამხედროების ეს რაოდენობა საჭირო იქნება უსაფრთხოების გარანტიად, თუ რუსული ჯარის რაოდენობა 1,5 მილიონია, უკრაინას კი ამ რაოდენობის მხოლოდ ნახევარი ჰყავს.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ასეთი ძალები იქნება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების მხოლოდ ნაწილი.