უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 747 370 (+1670) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 04.12.24-მდე: ტანკები – 9493 (+7), ჯავშანტექნიკა – 19 450 (+31), საარტილერიო სისტემები – 21 002 (+26), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1253 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1020 (+1), თვითმფრინავები – 369 (+0), ვერტმფრენები – 329 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 19 946 (+29), ფრთოსანი რაკეტები – 2855 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 30 746 (+80), სპეციალური ტექნიკა – 3628 (+1).