უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის სხდომა გამართა, სადაც უკრაინული ბალისტიკის შექმნის საკითხი განიხილეს.

პრეზიდენტის თქმით, სხდომაზე უკრაინული ბრიგადების უზრუნველყოფისა და დანაყოფების დაკომპლექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. ასევე დეტალურად განიხილეს უკრაინის სარაკეტო პროგრამის საკითხი.

"ამოცანაა, უკრაინული ბალისტიკის შექმნის პროცესი მაქსიმალურად დაჩქარდეს. ჩვენი შორი დისტანციის შესაძლებლობები უკრაინის უსაფრთხოების მკაფიო და ეფექტური გარანტიაა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.