ეს არის კრიტიკული დრო საქართველოსთვის. საქართველო სავსეა პოლიტიკური დაძაბულობით, პოლარიზებული საჯარო დებატით, მაღალი დონის ძალადობით. მე აქ ვარ უპირველესად იმისთვის, რომ ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო საქართველოს, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, ის აქ არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხზე არ არის ჩამოსული.

"ეს არის კრიტიკული დრო საქართველოსთვის. საქართველო სავსეა პოლიტიკური დაძაბულობით, პოლარიზებული საჯარო დებატით, მაღალი დონის ძალადობით. მე აქ ვარ უპირველესად იმისთვის, რომ ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო საქართველოს და საქართველოს მოსახლეობას. ისინი იმსახურებენ სტაბილურ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას. როგორც მოგეხსენებათ, საქართველო არის ძვირფასი წევრი ევროპის საბჭოსი უკვე 25 წლის განმავლობაში. მე აქ არ ვარ არჩევნების ლეგიტიმაციისთვის ჩამოსული, ეს არის სხვა კომპეტენტური ინსტიტუციების გასაკეთებელი და არსებობს სხვა დასკვნები და ან დაიწერება დასკვნები, რომლებიც არჩევნების დაკვირვებას ეხება. ის, რაც ხდება საქართველოში, მე როგორც გენერალურმა მდივანმა, ჩემი მხრიდან ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა იქნება მე რომ აქ არ ვიყო, რომ არ დავდგე ხალხის გვერდით და მთავარი ამოცანა ჩემი აქ ვიზიტის არის ის, რომ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი შეიძლება იქნეს გადაჭრილი, თუ დავიცავთ ფუნდამენტურ პრინციპებს, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც შევხვდი ამ კვირის განმავლობაში", - განაცხადა ალან ბერსემ.

ევროპის საბჭოს გენერალური  მდივანი ალენ ბერსე საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ის ხელისუფლების წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა.