უკვე დროა, კარის დახურვის პოლიტიკის, რაც გულისხმობს დიპლომატების მიღებაზე უარის თქმას, ქართველი ოფიციალური პირების არმიღებას ევროპულ სტრუქტურებში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში რუსული სტილის მმართველობაა.

"მე ვხედავ პოლიტიკურ უკუსვლას საქართველოში. ამ პროცესში მთავარი პასუხისმგებელი მმართველი პარტია "ქართული ოცნებაა". ეს არ არის ევროპული გზა, ეს აბსოლუტურად რუსული სტილის მმართველობაა. ასე რომ, მე ვფიქრობ, ეს საქართველოსთვის სასიკვდილო განაჩენი იქნება. 

შემიძლია გითხრათ, რომ გასულ კვირას ევროსაბჭომ შეიმუშავა ვიზალიბერალიზაციის პროექტი. ამ დოკუმენტში ყველა პირობა შეესაბამება იმას, რასაც საქართველოში ვხედავთ. მე მჯერა, რომ ეს ზომები მიიღება უფრო მეტი პოლიტიკოსის მიმართ. ვფიქრობ, უკვე დროა კარის დახურვის პოლიტიკის, რაც გულისხმობს დიპლომატების მიღებაზე უარის თქმას, ქართველი ოფიციალური პირების არმიღებას ევროპულ სტრუქტურებში. უკვე ამის სწორი დრო მოვიდა", - განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა.