დეკემბერში იქნება საბოლოო გადაწყვეტილება და განაცხადი საქართველოს შესახებ, ამიტომ, ჩვენ, საზოგადოებას, მედიას გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ დავიცვათ ჩვენი თავისუფალი მიმოსვლა ევროპასთან, -  ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" ქვეყანა რუსეთში მიჰყავს.

"ქართულ ოცნებას" საერთოდ არ ადარდებს, შეწყდება თუ არა თავისუფალი მიმოსვლა ევროკავშირთან, ის მთლიანად მიათრევს ქვეყანას რუსეთში, ეს მათი გაცხადებული სურვილია, წინააღმდეგ შემთხვევაში, "ქართული ოცნება" რაღაც ნაბიჯს მაინც გადადგამდა იმისთვის, რომ თავისუფალი მიმოსვლა არ დაგვეკარგა ევროკავშირთან. 

პროცედურულად, დეკემბერში იქნება საბოლოო გადაწყვეტილება და განაცხადი საქართველოს შესახებ, ამიტომ, ჩვენ, საზოგადოებას, მედიას გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ დავიცვათ ჩვენი თავისუფალი მიმოსვლა ევროპასთან და დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი", -  განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.