მე არავის სახელით არ ვსაუბრობ. არ წარმოვადგენ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან ჯგუფს. არ ვაწარმოებ არანაირ მოლაპარაკებებს, -  ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაგეგმილ დისკუსიასთან დაკავშირებით წერს.

მისივე თქმით, კობახიძე მისთვის არაფერს წარმოადგენს.

"1. მე არავის სახელით არ ვსაუბრობ. არ წარმოვადგენ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან ჯგუფს. არ ვაწარმოებ არანაირ მოლაპარაკებებს.

2. საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჩემი მისვლის ერთადერთი მიზანი არის, რომ ადამიანებთან, რომლებიც რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ არიან, მივიტანო პროტესტი. ყველას გვყავს ასეთი ადამიანები ჩვენს გარშემო.

3. ირაკლი კობახიძის სტუდიაში ყოფნა ასეთი აუდიტორიის მეტ ყურადღებას გამოიწვევს. ის ჩემთვის დიდი ხანია, არაფერს წარმოადგენს.

4. ძალა ერთობაშია!“, - წერს მიხეილ ჯანელიძე. 

საქართველოს პირველ არხზე საჯარო დისკუსია 22:00 საათზე გაიმართება, რომელშიც ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, თინა ხიდაშელი და მიხეილ ჯანელიძე მიიღებენ მონაწილეობას.