დღევანდელი დღის შემდეგ უკვე ევროკავშირი სერიოზულად დაიწყებს ფიქრს იმაზე, თუ რა ფორმით უპასუხოს იმ უმოქმედობას, რასაც ადგილი ჰქონდა პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" მხრიდან, -  ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა გიგი გიგიაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი საბოლოო გადაწყვეტილებას ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში მიიღებს.

"დღევანდელი დღის შემდეგ უკვე ევროკავშირი სერიოზულად დაიწყებს ფიქრს იმაზე, თუ რა ფორმით უპასუხოს იმ უმოქმედობას, რასაც ადგილი ჰქონდა პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" მხრიდან. უახლოეს მომავალში, დიდი ალბათობით, საკითხი ინიციირდება ევროკომისიის ან ევროკავშირის წევრი რომელიმე ქვეყნის მიერ და ამ საკითხს განიხილავენ შესაბამის სხდომაზე, დიდი ალბათობით, საგარეო საქმეთა მინისტრების ფარგლებში, შემდეგ  საკითხს შეაჯამებენ და შეაჯერებენ და დაახლოებით, ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში უკვე მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას", - განაცხადა გიგი გიგიაძემ.