საპროტესტო აქციის დროს დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და 5-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა. 

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოაცხადა.

გიორგი ოკმელაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, 2024 წლის 15 მაისს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 - მუხლის პირველი ნაწილის ბრალდებით დააკავეს. მას 13 მაისს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ. 

2025 წლის 3 თებერვალს გიორგი ოკმელაშვილს თავისუფლების 5 წლით აღკვეთა მიესაჯა.