მსოფლიო თანამეგობრობა მოითხოვს ხელისუფლების გადადგომას, ახალი არჩევნების ჩატარებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. შესაბამისად, ადრე თუ გვიან მათ მოუწევთ, შეასრულონ ხალხის მოთხოვნები, - ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

“ივანიშვილზე ბევრი საუბარიც კი არ ღირს - ძალიან პატარა ფიგურაა. ისეთი დეტალების გახსენებით ცდილობს ყურადღების მიპყრობას, რომლებსაც დიდ პოლიტიკაში მნიშვნელობას არ ანიჭებენ.

ბიძინა ივანიშვილი არც ქართველია, არც პატრიოტი, ის ჩვენი მტრის, პუტინის  წარმომადგენელია საქართველოში, რუსეთის გენერალ-გუბერნატორი, დიქტატორი და ეროვნული ქონების მიმთვისებელი.

“ბლუმბერგის” და “ფორბსის” რეიტინგებში სანქცირებული პირები, მით უმეტეს კრიმინალებად შერაცხული და რუსული ფულით გამდიდრებული სუბიექტები არ ხვდებიან. ბიძინა ივანიშვილის ამ სიიდან ამოღება ნიშნავს იმას, რომ მისი ქონება გამოცხადდა არალეგიტიმურად. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც დღეს გახდა ცნობილი.

თუნდაც ტრილიონი ჰქონდეს, ასეთ რეიტინგებში ვერ მოხვდება, რადგან მისი ქონება ლეგიტიმური არ არის და მისი სანქცირების პროცესი წინ მიიწევს.

რაც შეეხება ყაველაშვილს, მასთან არავინ განიხილავს სერიოზულ საკითხებს, რადგან მას არ აღიარებენ.
მსოფლიო თანამეგობრობა მოითხოვს ხელისუფლების გადადგომას, ახალი არჩევნების ჩატარებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. შესაბამისად, ადრე თუ გვიან, მათ მოუწევთ შეასრულონ ხალხის მოთხოვნები", - განაცხადა ნათელაშვილმა.

მისივე თქმით, ივანიშვილმა გადადგა ის ნაბიჯები, რაც ისტორიაში მხოლოდ ორმა ქართველთმოძულე ფიგურას ჰქონდა განზრახული, თუმცა ბოლომდე ვერ მიიყვანეს.

"ერთი იყო შაჰ-აბასი, რომელმაც სცადა თურქმენთა ტომების კახეთში ჩამოსახლებით საქართველოს დემოგრაფიული გადაგვარება, თუმცა ამას ვერ მიაღწია; მეორე იყო ხრუშჩოვი, რომელმაც გამოთქვა აზრი, რომ ქართველები შუა აზიაში გადასახლებულიყვნენ, თუმცა ესეც ვერ მოახერხა. და ახლა, 2025 წლის აპრილში, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა საქართველოს დემოგრაფიული შეცვლა და გადაგვარება.

დღეს ივანიშვილი ცდილობს კარი გაუხსნას იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომელთაც სხვა ქვეყნები არ იღებენ და რომლებიც ხშირად განიხილებიან, როგორც საზოგადოებრივი საფრთხე”, - განაცხადა ნათელაშვილმა.