გამოცემა "ნეტგაზეთის" და "ბათუმელების" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის უფლებადამცველი ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას აანონსებს.

მაია მწარიაშვილი "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ გისოსებს მიღმა მყოფი ჟურნალისტის მისამართით "ოცნების" პრემიერის მიერ გაკეთებულ ცილისმწამებლურ განცხადებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართავენ.

საქმე ეხება ირაკლი კობახიძის მიერ „რუსთავი 2″-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ "მზია ამაღლობელი კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, მისი დავალება კი პოლიციის დაკნინება და ღირსების შეურაცხყოფა იყო".

"ბატონი კობახიძის ეს განცხადება არ გახლავთ პირველი განცხადება და ეს არამხოლოდ მისი, ასევე სხვა სახელისუფლებო სპიკერების არაერთი განცხადებაა და ორკესტრირებულია. ერთი შინაარსის გარშემო ტრიალებს ყველა ეს განცხადება. თურმე, მზია აკრავდა პოლიციელებს სტიკერებს, თურმე, მზიამ მიიღო დავალება და ეს დავალება პოლიციელების ღირსების შელახვას ეხებოდა. ეს განცხადებები გარდა იმისა, რომ ცილისმწამებლურია, ასევე უხეშად არღვევს მზიას უდანაშაულობის პრეზუმფციას. ჩვენ ამ ცილისმწამებლურ განცხადებებთან დაკავშირებით მივმართავთ ქართულ სასამართლოს სწორედ იმიტომ, რომ ამავე სასამართლოს ვაიძულოთ იმსჯელოს ამ საკითხებზე. ეს სასამართლოც უნდა ვაიძულოთ, რომ თავად თქვან, ასეთი განცხადებები არის თუ არა ცილისმწამებლური, მზიას უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი განცხადებები. თუ იტყვიან, რომ ეს ასეთი არ არის, რა საკვირველია, სტრასბურგში ამ საქმესაც წავიღებთ", - განაცხადა მაია მწარიაშვილმა. 

11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს. თავდაპირველად, 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე "ბათუმელები/ნეტგაზეთის" დამფუძნებელი აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, მეორედ დააკავეს.

"ბათუმელები/ნეტგაზეთის" დამფუძნებელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

13 იანვარს "ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა" გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე აგინებს. ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: "სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.

15 იანვარს საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელი რუსთავის ციხეში მოინახულა, რის შემდეგაც მან ირაკლი დგებუაძის მხრიდან მზია ამაღლობელის წინააღმდეგ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაზე ისაუბრა.