ჟურნალისტები და გადაცემა "ფორმულას დღის“ წამყვანები თეონა ბაკურიძე და თამარ ჩიხლაძე ტელეკომპანია "ფორმულის“ მაყურებელს დაემშვიდობნენ. ისინი ტელეარხს ტოვებენ.

"გვიჭირს "ფორმულასთან" გამომშვიდობება, ჩვენს შემთხვევაში პერსონალურმა მიზეზებმა სხვა არჩევანი არ დაგვიტოვა“, - აღნიშნეს წამყვანებმა.

მათ მადლობა გადაუხადეს ტელეარხს, მაყურებელსა და გუნდს, რომელიც მათთან ერთად მუშაობდა.

ბაკურიძე და ჩიხლაძე „ფორმულაზე“ ბოლო ოთხი წელი მუშაობდნენ. ბოლო პერიოდში ნათია ზოიძე იყო მათი ერთობლივი გადაცემის „ფორმულას დღის“ პროდიუსერი. მანამდე სამივე მათგანი „TV პირველში“ მუშაობდა.

ბაკურიძე „TV პირველში“ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლების შემდეგ გადავიდა, ზოიძეც ამავე არხის დატოვების შემდეგ დასაქმდა გადაცემა "დღის ამბებში“, ჩიხლაძე კი „იმედიდან“ წამოსვლიდან რამდენიმე თვეში.