სიმბოლურია და მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს შეკრება, წმინდა გიორგის დღეს, გიორგობას, სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ, ცოდნის ტაძართან, რადგან, ბუნებრივია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახლავთ ერის ერთიანობის, თვითმყოფადობის, ქართველობის სიმბოლო, - ამის შესახებ ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ბუნებრივია, კიდევ ერთხელ გამოხატავენ მზადყოფნას და არ შეეგუებიან იმ ავტორიტარულ რეჟიმს, რომელიც დამყარებულია "ქართული ოცნების“ მიერ, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით.

"პროტესტი არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ქუჩის აქციები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, ქუჩის მსვლელობები უნდა გაგრძელდეს. სიმბოლურია და მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს შეკრება, წმინდა გიორგის დღეს, გიორგობას, სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ, ცოდნის ტაძართან, რადგან, ბუნებრივია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახლავთ ერის ერთიანობის, თვითმყოფადობის, ქართველობის სიმბოლო. დღეს სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ბუნებრივია, კიდევ ერთხელ გამოხატავენ მზადყოფნას და არ შეეგუებიან იმ ავტორიტარულ რეჟიმს, რომელიც დამყარებულია „ქართული ოცნების“ მიერ, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით. ბრძოლა უნდა გაგრძელდეს რამდენიმე ფრონტზე, ეს არის ქუჩის აქციები, ბრიფინგები და მეორეს მხრივ, საქართველოს დემოკრატიულ საზოგადოებას დიდი იმედი აქვს დასავლეთის“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა საპარლამენტო არჩევნების ხელახალი დანიშვნაა.