ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ქართველები კვლავ ხმამაღლა და ნათლად გამოხატავენ თავიანთ აზრს საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროპისა და დემოკრატიისთვის ზურგის შექცევის შესახებ“, – წერს მარგუს ცაჰკნა.