ახალი ელჩი უნდა იყოს შესაბამისი სერიოზული არგუმენტებით შეიარაღებული საიმისოდ, რომ კრიზისული ჩიხიდან, რომელშიც არის შესული ჩვენი ურთიერთობები აშშ-სთან, იქიდან გამოიყვანოს, - ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის პოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამი საკვანძო მიმართულებით უნდა იმუშაოს ელჩმა.

"ახალი ელჩი უნდა იყოს შესაბამისი სერიოზული არგუმენტებით შეიარაღებული საიმისოდ, რომ კრიზისული ჩიხიდან, რომელშიც არის შესული ჩვენი ურთიერთობები აშშ-სთან, იქიდან გამოიყვანოს. ეს უნდა იყოს სრულიად ახალი არგუმენტები და არა საუბარი "გლობალური ომის პარტიაზე", "დიფ სთეითზე" და ასე შემდეგ. ამ არგუმენტებით ელჩი სერიოზულს ვერაფერს გააკეთებს. 

რა უნდა გაკეთდეს - ეს არის საკვანძო სამი სიტყვა. ეს არის - კანონები, არჩევნები, პატიმრები. ამ სამი ძირითადი მიმართულებით თუ არის მზად "ქართული ოცნება", რომ გადაალაგოს საკუთარი სტრატეგია და აჩვენოს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ მზად არის რაღაც კომპრომისებზე, მაშინ ელჩს ამის ფონზე შეეძლება სერიოზული ქმედებები ვაშინგტონში, მაგრამ თუ ეს ასე არ არის და გრძელდება რიტორიკა ამერიკასთან სუფთა ფურცლიდან ურთიერთობის დაწყების, ეს ვერაფერს შეცვლის", - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი იქნება.