აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, სენატორი, ბენ კარდინი, რანგის წევრი, სენატორი, როჯერ ვიკერი და სენატორი, ჯონ კორნინი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებულ ძალადობას გმობენ.

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილება უარი თქვას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე, არის უხეში ღალატი ქართველი ხალხის მკაფიო სურვილის მიმართ, აითვისოს ევროპული ღირებულებები და ინსტიტუტები. ეს არის არა დემოკრატიული რეფორმებისა და პლურალიზმისკენ მიდრეკილი ხელისუფლების საქციელი, არამედ არასანდო რეჟიმის მქონე ხელისუფლების, რომელიც საქართველოს რუსული სტილის ავტოკრატიისკენ მიათრევს.

ეს ქმედებები უხეშად არღვევს საერთაშორისო დემოკრატიულ ნორმებს და ძირს უთხრის ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებებს.

ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებულ ძალადობას - ცრემლმდენი გაზის, რეზინის ტყვიების, წყლის ჭავლის, ცემისა და მასობრივი დაპატიმრებების ადგილი თბილისის ქუჩებში არ არის. საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა დარღვევებზე და დემოკრატიული პრინციპების ეროზიაზე, პასუხი უნდა აგოს საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე.

ქართველი ხალხის თავგანწირვა ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის მოითხოვს ჩვენს მუდმივ სოლიდარობასა და მოქმედებას", - აღნიშნულია განცხადებაში.