გახარიას გუნდმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის "ოცნების" პროქსი იყო და არის. ეს ვითომ სუპერძალოვანი, სინამდვილეში აღმოჩნდა სუპერმხდალი, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა იბრძოლონ მათ, ვინც იბრძვიან საქართველოში ბრძოლის წინა ხაზზე.

"გახარიას გუნდმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის "ოცნების" პროქსი იყო და არის. კომენტატორად საზღვარგარეთიდან საერთოდ უინტერესოა მისი შეფასებების მოსმენა, ჩემი აზრით. ეს ვითომ სუპერძალოვანი, სინამდვილეში აღმოჩნდა სუპერმხდალი და მე ვფიქრობ, მისი პოლიტიკური ფიგურა საერთოდ ჩამოიშალა, ამიტომ, გახარიას შეფასებების ჩვენი მხრიდან კომენტირება, არ ვფიქრობ, რომ საინტერესოა მაყურებლისთვის. უნდა ვიბრძოლოთ მათ, ვინც ვიბრძვით აქ, საქართველოში და ვართ ბრძოლის წინა ხაზზე.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, თავად სალომე ზურაბიშვილის ფორმატში "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", ისევე როგორც სხვა პარტიები არ მონაწილეობდნენ იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა, მაქსიმალურად ორიენტირებული ვიყოთ საქმეზე. ამ ფორმატმაც - ე.წ. რვიანმაც ის მთავარი მიზანი, რომელიც დაისახა და ეს იყო შეთანხმება რუსულ სპეცოპერაციაში არმონაწილეობაზე, ეს მიზანი შეასრულა და შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ ახლა ჩვენი პარტიული გზით ვიაროთ იმ მნიშვნელოვანი საპროტესტო თარიღებისკენ, რაც არის 13 სექტემბერი და ასევე მნიშვნელოვანი იქნება სექტემბრის ბოლოს დიდი აქციის დაანონსება და 4 ოქტომბერი, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ ვისაც ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია რეჟიმის დელეგიტიმაცია და ხალხის მაქსიმალური მობილიზაცია, რომ ერთიანობით შევძლოთ რევოლუციური ცვლილებით შევძლოთ ხელისუფლების შეცვლა, ამისთვის ვიმუშავებთ ოღონდ პარტიულ ფორმატში", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.