სენაკში ქმარმა ცოლი მოკლა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში მიაყენა. 

46 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.