პარლამენტთან დაკავებული სამი სტუდენტიდან ორი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

გათავისუფლებული არიან სტუდენტები თათია აფრიამაშვილი და თაკო გვილია, ლუკა გოგია კი პატიმრობაში რჩება.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეების თქმით, ახალგაზრდები კიბეებთან მცირე სკამების დადგმას ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.