11:00 საათზე - აჭარის უმაღლეს საბჭოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება.

მისამართი: ქ. ბათუმი, აჭარის უმაღლესი საბჭო, სხდომათა დარბაზი

11:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან სანიკიძე უპასუხებს.

საკონტაქტო პირი: ანუკა გაბელია - 551 633 644

 

11:30 საათზე - თებერვლის თვეში აქციაზე გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით ლევან სანიკიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

საკონტაქტო პირი: ანუკა გაბელია - 551 633 644

 

13:00 საათზე - პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

 

14:00 საათზე - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაში, აკადემიკოს მალხაზ ზაალიშვილის დაბადების 105 წლისთავთან დაკავშირებით საიუბილეო სხდომა გაიმართება.