აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა. 

"მე და მელანია დამწუხრებულები ვართ ჯო ბაიდენის სამედიცინო დიაგნოზის გაგებით. ჯილს და ოჯახს ვუსურვებთ თბილ და საუკეთესო სურვილებს, ჯოს კი სწრაფ და წარმატებულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – წერს ტრამპი.

ამერიკის 46-ე პრეზიდენტს ჯო ბაიდენს პროსტატის კიბო დაუდგინდა. ბაიდენის პირადი ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომ ბაიდენს ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, ხოლო მეტასტაზები ძვლებზეა გავრცელებული.

"მიუხედავად იმისა, რომ ეს წარმოადგენს დაავადების უფრო აგრესიულ ფორმას, ჩანს, რომ კიბო ჰორმონმგრძნობიარეა, რაც საშუალებას იძლევა ეფექტური მკურნალობისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.