ევროპული ქვეყნები მზად არიან უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მისცენ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის დღეს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს განაცხადა.

"ჩვენ, ევროპელები, მზად ვართ უკრაინას გარანტიები მივცეთ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის დღეს. ეს არის ის, რაც ვაშინგტონში ითქვა. ჩვენს წინაშე დასახული სამუშაო შესრულებულია და დღეს შეგვიძლია ვთქვათ: ჩვენ მზად ვართ პოლიტიკური მხარდაჭერა გავუწიოთ ამ შეთანხმებებს“, - განაცხადა მაკრონმა.

მისი თქმით, ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, მოკავშირეები მზად არიან უზრუნველყონ სტაბილური სამშვიდობო პირობები უკრაინაში.

"ახლა ყველაფერი რუსეთზეა დამოკიდებული, მზად არის თუ არა ის იმ პირობებისთვის, რომლებზეც ამერიკაში მშვიდობა შესთავაზა“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.