აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა უნდა დაადასტუროს თავისი ერთგულება უკრაინაში ომის დასრულების მიმართ.

"მინდა, რომ მან შეწყვიტოს სროლა, დაჯდეს და შეთანხმებას მოაწეროს ხელი. ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს შეთანხმების პირობები და მინდა, რომ მან ხელი მოაწეროს მას, დაასრულოს ეს ყველაფერი და უბრალოდ დაუბრუნდეს თავის ცხოვრებას“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ნიუ-ჯერსის დატოვებისას.

მან ასევე განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია რუსეთის მიერ კიევზე ბოლო დროს განხორციელებული სარაკეტო დარტყმებით და ვერ იტყვის დანამდვილებით, სერიოზულად ფიქრობს თუ არა პუტინი ომის დასრულებაზე.