მზია ამაღლობელის საქმის მთავარი ფიგურანტი პოლიციელი ირაკლი დგებუაძე ბათუმის პოლიციის უფროსი აღარ არის. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.

"ბათუმელები" წერს, რომ ირაკლი დგებუაძე თბილისში გადაიყვანეს, ის პოლიციის ატაშეების ხელმძღვანელი გახდა.

გამოცემის ცნობით, ბათუმის პოლიციის უფროსის მოვალეობას ამ დროისთვის გოჩა ვანაძე ასრულებს. ის ირაკლი დგებუაძის მოადგილე იყო.