"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე საზოგადოებას მოუწოდებს, 4 ოქტომბერს, "ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული „სპეცოპერაციის“ ადგილების, ანუ საარჩევნო უბნების ნაცვლად, ყველა დიდი ქალაქის ქუჩებში გამოვიდნენ. 

მისი თქმით, ეს არ არის სისუსტის მაჩვენებელი, არამედ ძალაუფლების არაძალადობრივი გზით დამხობის გეგმა.

"ეს არ არის სისუსტის მაჩვენებელი. ხალხმა ეს ხელისუფლება 4 ოქტომბერს არაძალადობრივი გზით უნდა მოვიშოროთ. ამ ბრძოლას მხოლოდ ქოცი გახარია გაერიდა. ეს არ იყო მიხეილ სააკაშვილზე ცინიკურად რომ საუბრობდა აბა ერთი თუ ჩამოვაო. დანარჩენი აქ ვართ, მიხეილ სააკაშვილის თამადობით, რომელიც ჩამოვიდა და თავისი ფეხით ჩაჯდა ციხეში საქართველოს გადასარჩენად, ასე ვართ თითოეული ჩვენგანი. ამიტომ არ ვიცით რა მოუვა ამ რუსულ რეჟიმს თავში. არ ვიცით, ვის მოკლავენ და სცემენ. ვის დააპატიმრებენ კაცმა არ იცის. ამიტომ, თუ ამ ბრძოლისთვის მზად არ ვართ, ვერ ვიტყვით, რომ ამ ქვეყნისთვის რაიმე მნიშვნელოვანი როლი შევასრულეთ. ჩვენი ბრძოლა მართალია. ჩვენ ვართ სიმართლის და ნათელ მხარეს. ქართველი ხალხი არის მართალი და ჯანსაღი. ქართველი ხალხი რუსეთის მონებს არ დაემონება. ამიტომ, თუ ყველა ერთად ვიბრძოლებთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

მისივე თქმით, ერთად ბრძოლის შემთხვევაში გამარჯვება გარდაუვალია.