დღევანდელ მოცემულობაში არჩევნებში შესვლა არის ღალატი, როგორც საკუთარი თავის, ისე იმ ამომრჩევლების, რომლებმაც ხმა მოგვცეს, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე თქმით, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა პოლიტიკური პატიმრების ღალატიცაა.

"დღევანდელ მოცემულობაში არჩევნებში შესვლა არის ღალატი, როგორც საკუთარი თავის, ისე იმ ამომრჩევლების, რომლებმაც ხმა მოგვცეს, იმ პოლიტიკური პატიმრების, რომლებიც ციხეში სხედან დღეს და ჩვენ ვისმენთ მათ პოზიციებსაც. 

პოლიტიკური პარტია რომ ამბობს - არჩევნებში არ ვმონაწილეობთო, ეს კარგი არ არის, მაგრამ ეს არ არის კარგი ნორმალურ ქვეყანაში, სადაც რეალურად არსებობს საარჩევნო კანონი, საარჩევნო კოდექსი, პოლიცია, უსაფრთხოების სამსახური, ცენტრალური კომისია, მაგრამ ჩვენთან აღარაფერი არსებობს გარდა ერთი ივანიშვილისა და მისი დამონებული ე.წ ხელისუფლებისა და დამონებული პარლამენტისა. აქ საუბარი რაიმე არჩევნებზე არის ზედმეტი. ჩავიდნენ, საკუთარ ამომრჩეველს დაელაპარაკონ, დარწმუნებული ვარ, რომ მათი პარტიული აქტივიც იმავეს საუბრობს, რასაც მე, მაგრამ არ ვიცი, რატომ აძლევენ საკუთარ თავს ამდენის უფლებას და რატომ ვაფიქრებინებთ ვინმეს, რომ შენ გსურს ბიძინა ივანიშვილის საქმე შეასრულო?!", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.