ახალციხეში, არასრულწლოვნებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.

სკოლის მოსწავლეს დაზიანებები თანატოლებმა მიაყენეს.

"სამხრეთის კარიბჭის" ინფორმაციით, 16 წლის ბიჭი ოთხმა არასრულწლოვანმა სცემა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ–ის 126–ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.